ხაშურის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულ სივრცეში, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის სათათბირო ორგანომ - ხაშურის ახალგაზრდულმა საბჭომ პროექტ „361 გრადუსით“ შემაჯამებელი ღონისძიება გამართა.
საბჭოს წევრებმა ღონისძიების სტუმრებს პროექტის განმავლობაში განხორციელებული აქტივობები გააცნეს. ამასთან ერთად, ჩატარდა იმიტირებული სასამართლო პროცესიც.
ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა და სამომავლო საქმიანობაში აქტიური მხარდაჭერა გამოუცხადა ხაშურის მუნიციპალიტეტის არჩეულმა მერმა პაატა ჩადუნელმა. აქტივობებში მონაწილეობა მიიღეს ორგანიზაცია "ახალგაზრდები ხაშურის განვითარებისთვის" წევრებმა და საჯარო სკოლების მოსწავლეებმა.
ინიციატივა საქართველოს ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოების ასოციაციის მიერ, პროექტის "საქართველოს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოები იდეიდან -ცვლილებამდე" ფარგლებში, ახალგაზრდობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.