შვედეთის პრესის ცნობით, დასტურდება მილიარდერის სკანდალურად ცნობილი სექსუალური დამნაშავის, ჯეფრი ეპშტეინის კავშირები შვედეთთან და კონკრეტულად პრინცესა სოფიასთან.
მილიარდერი ჯეფრი ეპშტეინი თავისი ფონდების მეშვეობით 2014 წლამდე ურიცხავდა ფულს ნიუ-იორკში მცხოვრები შვიდური წარმოშობის ფინანსისტის, ბარბრო ენბომის ქსელს. ბარბო ენბომი აქტიურად თანამშრომლობა შვედურ ეკონომიკურ ორგანიზაციებთან და მხარს უჭერდა მხარს უჭერდა შვედი და საერთაშორისო ბიზნეს პროფესიონალების ქსელს. ბიზნესვუმენი თავისი ქსელის ახალგაზრდა შვედ ქალებს აცნობდა ახლა უკვე სამარცხვინოდ მიჩნეულ სექსუალურ დამნაშავე ჯეფრი ეპშტეინს. შეხვედრების დრესკოდით გათვალისწინებული იყო, რომ ქალებს ფეხები შიშველი უნდა ჰქონოდათ (არ ჩაეცვათ შარვალი ან გრძელი კაბა). ერთ-ერთი მათგანი იყო პრინცესა სოფია, რომელსაც მისი ნიუ-იორკში ყოფნის პერიოდში მენტორობდა. Dagens Nyheter-ის ცნობით, სოფია მილიარდერს რამდენჯერმე შეხვდა. მან ასევე შესთავაზა მას სამსახიობო გაკვეთილები.
2005 წლის 18 დეკემბრით დათარიღებულ ელექტრონულ წერილში ენბომი ეკითხება, სურთ თუ არა ეპშტეინებს სოფიასთან შეხვედრა.
„ეს სოფიაა, მომავალი მსახიობი, რომელიც ნიუ-იორკში ახლახან ჩავიდა. ეს ის გოგონაა, რომლის შესახებაც ჩემს წასვლამდე გითხარით და ვიფიქრე, რომ მისი გაცნობა მოგინდებოდათ. ხომ არ ვესტუმროთ მას საშობაო არდადეგების დადგომამდე?“
მილიარდერმა უპასუხა:
„კარიბის ზღვის კუნძულზე. რამდენიმე დღით უნდა ჩამოსვლა? ბილეთს გავუგზავნი.“
სამეფო სახლმა გაზეთ Dagens Nyheter-ს დაუდასტურა, რომ პრინცესა სოფია მილიარდერსა და სექსუალურ დამნაშავე ჯეფრი ეპშტეინს რამდენჯერმე შეხვდა.
ის სამარცხვინო კუნძულზე მიიწვიეს, თუმცა, როგორც ამბობენ, უარი თქვა, - წერს Aftonbladet-ი.
„არა, ისინი კარიბის ზღვის კუნძულზე არ შეხვედრიან“, - განუცხადა სამეფო კარის წარმომადგენელმა მარგარეტა თორგენმა Aftonbladet-ს.




