ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა თენგიზ ჩიტიაშვილმა, მერის მოადგილე ზვიად გოგუაძემ, სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს, სახმელეთო ძალების პირველი ქვეითი ბრიგადისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა 2008 წლის აგვისტოს ომის გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.
2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომმა ხაშურის მუნიციპალიტეტიდან სამი ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა. ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენის კავალერი -კაპრალი დავით ბლიაძე, კაპრალი ზაურ მახარაშვილი, რომელსაც გარდაცვალების შემდეგ მედალი "მხედრული მამაცობისთვის" გადაეცა და ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენის კავალერი კაპრალი გიორგი წიქარიშვილი.
ასევე, გვირგვინებით შეამკეს ხაშურში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის დაღუპული მებრძოლების ხეივანი და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის სამშვიდობო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული გმირების ხსოვნის მემორიალი.