ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა თენგიზ ჩიტიაშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ გიორგი პაპიაშვილმა ქალაქ ხაშურში, ნიკოლაძის ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერეს.

 მათი განცხადებით, ხორციელდება ასფალტის საფარის დაგება, სანიაღვრეებისა და ტროტუარების მოწყობა, ახალი განათების სისტემის მონტაჟი. პროექტის ფარგლებში, ასევე მიმდინარეობს ბარნოვის ქუჩის, ბარნოვის ჩიხებისა და ჯავახიშვილის ქუჩის მშენებლობა.

ქალაქში, მუნიციპალიტეტის მიერ უკვე განხორციელდა დადიანის, ყაზბეგის, აგარის ქუჩების კაპიტალური მშენებლობა. უახლოეს პერიოდში, სამუშაოები გაგრძელდება რუსთაველის, ტაბიძის, აღმაშენებლის, კოსტავას, სააკაძის ქუჩების მიმართულებით.

ნიკოლაძის ქუჩის მშენებლობის სამუშაოები მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 240 624.39 ლარს შეადგენს.