ხაშურის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების 2025 წლის ფორუმზე საუკეთესო თანამშრომლობის პრაქტიკის მქონე საბჭოდ დასახელდა.

საბჭოს წევრები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ დააჯილდოვა. ფორუმში 28 მუნიციპალიტეტიდან 500-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა. აქედან გამარჯვებულები ოთხ საკონკურსო კატეგორიაში გამოვლინდნენ.   ფორუმი, რომელიც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებითა და საქართველოს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების ასოციაციასთან თანამშრომლობით ჩატარდა, მიზნად ისახავდა საქართველოს მუნიციპალიტეტებში არსებული ახალგაზრდული საბჭოების 2025 წლის საქმიანობების შეჯამებას, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობას და რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდა ლიდერების შესაძლებლობების განვითარებას.