კახეთში,  გომბორის უღელტეხილზე მიმდინარე ფოლკლორულ ფესტივალზე ამ დრომდე დაუდგენელმა პირმა 25 წლის მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრა და ადგილიდან მიიმალა. 
შემთხვევა გუშინ, ღამით მოხდა. 
უცნობია კონფლიქტის მიზეზი. 

დაშავებული ახალგაზრდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა  თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

მედიკოსების ინფორმაციით, მამაკაცს ღვიძლი აქვს დაზიანებული. შესაბამისი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა, თუმცა დიდი რაოდენობით სისხლის დაკარგვის გამო, მისი  მდგომარეობა რთულია.

მომხდარ ფაქტზე  დაწყებულია გამოძიება.