დღეს, როცა დროის სიმცირე თითქმის ყველა ჩვენგანისთვის ყოველდღიური გამოწვევაა, ვარჯიშისთვის და სხეულის მოვლისთვის სივრცის გამოყოფა ხშირად შეუძლებელი ხდება. სწორედ ამ ფონზე, სულ უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს არაინვაზიური პროცედურები, რომლებიც ეფექტურად ებრძვიან ცელულიტს, შეშუპებას და კანის მოდუნებას – ისე, რომ საათობით დარბაზში ყოფნა აღარ არის საჭირო. 

ერთ-ერთი ასეთი მეთოდია ენდოსფეროთერაპია – ინოვაციური აპარატული პროცედურა, რომელიც ბუნებრივად ააქტიურებს სხეულის რესურსებს და გვეხმარება ვიზუალურად ჯანმრთელი გარეგნობის მიღწევაში. 

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცედურები ძალიან მოდური გახდა საქართველოში, მისი არასწორად ან არაკვალიფიციური სპეციალისტის მიერ ჩატარების შემთხვევაში, სასურველის ნაცვლად შესაძლოა უკუშედეგი მივიღოთ. 
 
რა სახის პროცედურაა ენდოსფეროს მასაჟი, რა უნდა გავითვალისწინოთ მისი გაკეთების დროს და საჭიროა თუ არა ექიმის კონსულტაცია სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების არსებობის შემთხვევაში პროცედურის დაწყებამდე?
 
ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, ესთეტიკური მედიცინის ცენტრის FACE BAR-ის სერტიფიცირებული რადიოლოგ-მასაჟისტი, ფიქრია დალაქიშვილი პროცედურასთან დაკავშირებით დეტალურად საუბრობს.     
 
პირველ რიგში, მინდა გკითხოთ, რას მოიცავს ენდოსფეროთერაპია და რატომ გახდა ასეთი ტრენდული საქართველოში?? 
 
"ენდოსფეროთერაპია, ეს არის აპარატურული მასაჟი, რომლითაც ხდება ჩამჯდარი ცხიმის მოშორება, და ცელულიტის ალაგება. შესაძლებელია წლების განმავლობაში ადამიანმა ივარჯიშოს, მაგრამ ვერ მიიღოს ეს შედეგი. ჩვენ ვმუშაობთ თავაკით უშუალოდ იმ კონკრეტულ ზონებზე, სადაც არის ცელულიტი, რომელი ზონის კორექცია და მოდელირებაც სჭირდება  პაციენტს. რაც მთავარია, ეს ყველაფერი  ინდივიდუალურად უნდა იყოს მორგებული პაციენტზე, კონკრეტულად მის სხეულზე და მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი შედეგზე გასვლა. ეს არის პირველ რიგში სამკურნალო პროცედურა, რომელიც ახდენს სხეულის კორექციას, მოდელირებას, სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას, ლიმფის სწორად ცირკულაციას და სწორედ ამის ხარჯზე ხდება სხეულის ცელულიტის შემცირება და კორექცია“ 
 
როგორც აღნიშნავთ, ენდოსფეროს მასაჟი სამკურნალო პროცედურაა. თუმცა, არის ქრონიკული და სხვა სახის დაავადებები, რა დროსაც შესაძლოა არ იყოს რეკომენდებული მსგავსი პროცედურების ჩატარება. მაგალითად, შესაძლებელია თუ არა ენდოსფეროს მასაჟის გაკეთება ვარიკოზული ვენების შემთხვევაში? 
 
ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, ცხადია. ჩვენ ვაანალიზებთ ეტაპებს, უკუჩვენებებს, უსაფრთხოებას და ეფექტურობას. პროცედურა არაინვაზიური, უსაფრთხო, უმტკივნეულო, მაქსიმალურად ფიზიოლოგიურია, პრაქტიკულად არ აქვს უკუჩვენებები და არ საჭიროებს რეაბილიტაციას. ამიტომ, ჩვენ საკმაოდ ხშირად ვიყენებთ ენდოსფერო თერაპიას ვენური და სისხლძარღვების პათოლოგების შემთხვევაში.
 
თუმცაღა,  თუ სახეზე გვაქვს ორსულობა და ლაქტაცია, ვარიკოზული ვენები (განსაკუთრებით მწვავე სტადიაზე), კიბოს ან ონკოლოგიური დაავადებების ისტორია,  კანის ინფექციები ან ანთებითი პროცესები მკურნალობის ზონაში, თრომბოზის ან თრომბოფლებიტის ისტორია ან პეისმეიკერი ან მეტალის იმპლანტები მკურნალობის ზონაში, გადაწყვეტილებას ყოველთვის ვიღებთ პაციენტის მკურნალ ექიმთან ერთად.
 
ყოფილა ისეთი შემთხვევა, როდესაც არ მიუციათ აღნიშნული პროცედურის ჩატარების რეკომენდაცია?
 
ჩემს პრაქტიკაში მქონდა ორი შემთხვევა, ონკოპაციენტებთან, როდესაც მათ კონსულტაცია გაიარეს მკურნალ ექიმებთან და ორივე შემთხვევაში, დადებითი რეკომენდაცია მიიღეს.
 
სხეულის რა პრობლემებსა და მიმართულებაზე მუშაობს ენდოსფეროთერაპია?  
 
"ენდოსფერო თერაპია მუშაობს კონკრეტულ იმ პრობლემებზე, სადაც არის ზედმეტი ცელულიტი, ცხიმი, ამის ხარჯზე ხდება სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება, როდესაც კეთდება ენდოსფეროთერაპია სხეულზე, იწყებს სისხლის მიმოქცევა გაუმჯობესებას, ზედმეტი სითხე რაც არის დაგროვილი სხეულში, ხდება ამის ლიმფის სადინარებში გადატანა და შემდეგ უკვე გამოსვლა ორგანიზმიდან“   
 
რამდენი პროცედურის ჩატარებაა რეკომენდებული და რამდენი ხანი გრძელდება ერთი მათგანი? 
 
"კურსი სრულად რომ იყოს ჩამთავრებული, რეკომენდებულია  10 პროცედურა გავაკეთოთ, ინტერვალი - კვირაში ერთხელ, დღეგამოშვებით ან კვირაში ორჯერ მაინც. ერთი პროცედურა გრძელდება 40 წუთის განმავლობაში. ენდოსფეროთერაპიის დაწყებამდე, ჩვენ ვიყენებთ სხეულზე ზეთს, რომელიც ხდება ხელით კუნთების გახურება და შემდეგ უკვე ერთვება აპარატი და ხდება აპარატურული მასაჟი.“  
 
ეფექტურობას რამდენი ხანი გრძნობს პაციენტი და მისი გახანგრძლივების ხელშეწყობა როგორ ხდება?   
 
"ყველაფერი არის ინდივიდუალური, რამდენ ხანს შეინარჩუნებს პაციენტი შედეგს, რაც იდება ენდოსფეროთერაპიით, თუმცა ვიტყვი, რომ საკმაოდ ხანგრძლივი დროით ხდება შენარჩუნება და ეს შეიძლება გაგრძელდეს 6 თვის განმავლობაში ან ერთ წლის განმავლობაშიც კი. თუმცა, უნდა შეუწყოს პაციენტმა ამ ყველაფერში ხელი. ხელშეწყობა ხდება სწორი კვებით, სითხის დალევა რეკომენდებულია  თერაპიის დროს. მინიმალურად დღის განმავლობაში 2 ლიტრი წყალი უნდა დალიოს და შემცირებული უნდა იყოს მწარე, მჟავე და ცხარე საჭმელები, რომ არ შევაფერხოთ იმ სითხის გამოსვლა ორგანიზმიდან. თუ ვარჯიშს გააგრძელებს პაციენტი, უკეთესია."     
 
რამდენად არის უმტკივნეულო თავად პროცედურის ჩატარება?   
 
ჩვენი ენდოსფეროთერაპია იმდენად მორგებულია ჩვენს პაციენტებზე ინდივიდუალურად, რომ არის აბსოლუტურად უმტკივნეულო და უსაფრთხო
 
ენდოსფეროთერაპიასთან ერთად, კომბინაციაში სხვა რომელიმე პროცედურის ჩატარება რეკომენდებულია თუ პირიქით?   
 
ვიტყვი, რომ სასურველიც არის. ჩვენს პაციენტებს ვთავაზობთ, რომ ენდოსფეროთერაპიასთან ერთად,  კომბინაციაში ჩავრთოთ როგორც ხელით მასაჟი, ისე სხეულის პილინგი, თერმო ვაკუუმ შეფუთვა, რომელიც კიდევ უფრო მეტ  ეფექტს გვაძლევს. ასევე, ვამატებთ "ემსკულპტის" აპარატს, რომელიც კუნთის სტიმულაციას ახდენს და "ერეფ ლიფტინგს", როდესაც არის კანი მოშვებული, მოდუნებული. 
 
აღნიშნული პროცედურა მხოლოდ სხეულზე კეთდება? 
 
არა. ენდოსფეროთერაპიას, ასევე აქვს სახის მანიპულა, რომლითაც კეთდება მხოლოდ სახე და დეკოლტე. სახის ლიფტინგი, ოვალის გამოკვეთა, სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება, შეშუპების მოხსნა. არის აბსოლუტურად უსაფრთხო, უმტკივნეულო და სრული რელაქსი.“   
 
აქვს თუ არა ენდოსფეროს რაიმე უკუჩვენებები, რაც უნდა იცოდნენ პაციენტებმა?
 
ენდოსფეროს მასაჟი ზოგადად ითვლება უსაფრთხოდ, როცა ტარდება სწორად ტრენინგგავლილ სპეციალისტთან და ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა ამის საშუალებას იძლევა. 
 
რომ ჩამოვთვალოთ, აღნიშნული პროცედურა აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. ხელს უწყობს ლიმფოდრენაჟს, ამცირებს შეშუპებას, ამკვრივებს კანს და ამცირებს ცელულიტს. ასევე ამცირებს კუნთების მოდუნებას.
 
რაც შეეხება უკუჩვენებებს, ფაქტობრივად არ აქვს, თუ არ ჩავთვლით კანის სიწითლეს ან მგრძნობელობა პროცედურის შემდეგ და მცირე სისხლჩაქცევები (განსაკუთრებით მგრძნობიარე კანის მქონე პირებში).

ავტორი: ქეთი მაისაშვილი