ფინეთის ქალაქ ტამპერეში სავაჭრო ცენტრთან რამდენიმე ადამიანი დანით დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაციას პოლიცია ავრცელებს.

სამართალდამცველების ცნობით, დაკავებულია ერთი ადამიანი და ამჟამად მოქალაქეებს საფრთხე აღარ ემუქრებათ. დაშავებულებს პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოიჩინეს.

პოლიციას მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები არ გაუსაჯაროებია.

სამართალდამცველები აღნიშნავენ, რომ ამჟამად თვითმხილველებს ესაუბრებიან.

თარგმანი: პირველი არხი