თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში 65 წლამდე ასაკის მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ რესტორანში  მოხდა.  

ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით შუა ხნის მამაკაცი თავის არეშია დაჭრილი. 

დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის  რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მედიკოსების განმარტებით, მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

„მამაკაცი კრიტიკულ მდგომარეობაში იქნა შემოყვანილი. არის კომაში, ტყვია თავში აქვს მოხვედრილი. ამ წუთებში უტარდება გადაუდებელი ოპერაცია“, - განუცხადა „აიპრესს“ თელავის რეფერალური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, ხათუნა ჭონიაშვილმა. 

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

„აიპრესი“ დამატებით დეტალებს არკვევს.