2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-17 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების ნიშნად, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების და საკონსულო დაწესებულებების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ორგანიზებით,  მსოფლიოს მასშტაბით, ომის მე -17 წლისთავთან დაკავშირებით, სხვადასხვა სახის ღონისძიებები იმართება.