გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, პირველ მოადგილესთან ქეთევან მოისწრაფეშვილთან და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერთან დავით შარაშიძესთან ერთად, ბახმაროში იმყოფებოდა და ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებულ მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო.
ტრადიციული დოღი 19 აგვისტოს, 13:00 საათზე ბახვის წყლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება. დღის განმავლობაში მოეწყობა:
ადგილობრივი მეწარმეების ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა და სპორტული შეჯიბრებები სხვადასხვა სახეობაში.
ღონისძიება დასრულდება ჯგუფი „ურსას“ კონცერტით.
მოქალაქეების საყურადღებოდ, იმისათვის რომ უზრუნველყოფილი იყოს როგორც ბახმაროს დამსვენებლების, ასევე, დოღზე ვიზიტორთა უსაფრთხო გადაადგილება, 19 აგვისტოს დღის 12:00 საათიდან 16:00 საათამდე, კურორტის ტერიტორიაზე შეიზღუდება ავტომანქანებით გადაადგილება. ბახმაროს სტუმრებს ვთხოვთ, ავტომანქანები გააჩერონ საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ ან სპეციალურად გამოყოფილ საპარკინგე ტერიტორიაზე.
გადაადგილების შეზღუდვა იმოქმედებს ბახმაროს შესასვლელიდან - 2050 ნიშნულის მიმდებრე ტერიტორიიდან.