გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე ანსამბლ ,,შემოქმედს“ ოზურგეთის კულტურისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში ესტუმრნენ და საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტ „ხალხურის"ფინალში გასვლა მიულოცეს.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ანსამბლის წევრებს მადლობა გადაუხადეს პროექტში გურიის რეგიონის ღირსეულად წარმოჩენისთვის და წარმატებული მონაწილეობისთვის.

ინფორმაციას გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს.