სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა მამუკა მდინარაძემ სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის უფროს ანდრანიკ სიმონიანს უმასპინძლა, რომელიც თბილისში ვიზიტით იმყოფებოდა.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები. მხარეებმა იმსჯელეს პარტნიორული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე, ასევე რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებზე.
აღინიშნა ორმხრივი კოორდინაციისა და ინფორმაციის გაცვლის მნიშვნელობა.
მამუკა მდინარაძემ ისაუბრა საქართველოს პოზიტიურ როლზე კავკასიაში მშვიდობის უზრუნველყოფისა და განმტკიცების საქმეში.
მამუკა მდინარაძემ ანდრანიკ სიმონიანს საქართველოში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და ვიზიტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
სუს-ში გამართულ შეხვედრას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეები, სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენელი დაესწრნენ.








