ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ და გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ შეკვეთილში, სოციალურ სივრცეში, მერის სტიპენდიატებს უმასპინძლეს.

შეხვედრაზე განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მერმა და სახელმწიფო რწმუნებულმა ახალგაზრდებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს, სტიპენდიის დანიშვნა მიულოცეს და მათ კითხვებს უპასუხეს.

მერის სტიპენდია ენიჭება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ საუკეთესო რეიტინგის მქონე ბაკალავრს, რომელიც სწავლობს აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში. სტიპენდიის მისაღებად აუცილებელია აკადემიური მოსწრების მინიმუმ 95 ქულა ყოველი სემესტრის ბოლოს. სტიპენდიის ოდენობა შეადგენს 1000 ლარს თითოეულ სემესტრზე.

ინფორმაციას ოზურგეთის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.