თელავში, ერეკლე II-ის მოედანზე, ყოველწლიური, რეგიონული ფესტივალი „ჭაჭა 2025" გაიმართა.
ფესტივალი მუსიკალურ - თეატრალიზებული მსვლელობით გაიხსნა.

„ჭაჭა" ერთადერთი რეგიონული ფესტივალია, სადაც რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტი ერთობლივად მონაწილეობს. ტერიტორიაზე მოსულ სტუმრებს კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მიერ წარმოდგენილი - თემატური, გასტრონომიული და კულტურული სივრცეები დახვდათ.

გაიმართა მცირე მარნების, ფერმერებისა და გლეხების, ასევე, ჭაჭის მწარმოებელი კომპანიების მიერ ჭაჭის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა.

ფესტივალზე წარმოდგენილი იყო საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ მიერ საქართველოს დაცული გეოგრაფიული აღნიშვნების პრეზენტაცია.

გამოვლინდნენ ყველაზე კრეატიული მუნიციპალიტეტები - თელავი და ყვარელი, ასევე, ბრინჯაოს, ვერცხლისა და ოქროს მედლების მფლობელი ჭაჭის მწარმოებლები.