ბათუმში მიმდინარე საქართველოს ასაკობრივ ჩემპიონატში 10 წლის ფოთელმა მოჭადრაკემ, გიორგი წულაიამ 12 წლამდე ჭაბუკთა შორის პირველი ადგილი დაიკავა. მწვრთნელი - გოჩა ჩაჩუა.
ჩემპიონატი შვეიცარიული სისტემით 9 ტურად მიმდინარეობდა და I-II ადგილებზე გასულმა მოჭადრაკეებმა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს.
ჩემპიონატი 6 მაისს დაიწყო და დღეს დასრულდება.