ფოთის საჭადრაკო კლუბში დასრულდა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ჩემპიონატი, სადაც ფოთელმა მოჭადრაკემ, გიორგი წულაიამ 11 წლამდე ჭაბუკთა შორის, ოქროს მედალი მოიპოვა.

ჩემპიონატი 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასში 9, 11, 13 და 15 წლამდე ჭაბუკები და გოგონები ასპარეზობდნენ.

ჩემპიონატში ფოთის, ზუგდიდის, სენაკის, ხობის, მარტვილის და ჩხოროწყუს 100-მდე მოჭადრაკემ მიიღო მონაწილეობა.