დღეს დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი ჭადრაკში 9, 11, 13 და 15 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის – ვახტანგ ქარსელაძის მემორიალი, სადაც ფოთელმა 9 წლის მოჭადრაკემ, გიორგი წულაიამ (მწვრთნელი, გოჩა ჩაჩუა) 11 წლამდე ჭაბუკებში მეორე ადგილი დაიკავა.
ჩემპიონატი თბილისის ჭადრაკის სასახლეში 22 თებერვლს დაიწყო. ჩემპიონატი შვეიცარიული სისტემით 9 ტურად ჩატარდა. მასში საქართველოს ყველა რეგიონის 254 მოჭადრაკე მონაწილეობდა. პირველ ადგილზე გასულმა მოჭადრაკეებმა, ევროპის სასკოლო ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს.