ესპანეთის ლა ლიგა 1-ში ოცდამეთხუთმეტე ტურის შეხვედრები გრძელდება.
ჩემპიონობისთვის მებრძოლი „ბარსელონას“ და „რეალის“ შეხვედრა ერთობ უხვგოლიანი გამოდგა. „ბარსელონამ „მბაპეს ორ სწრაფ გოლს ოთხით უპასუხა, შემდეგ მხოლოდ ერთი გაუშვა იმავე მბაპესგან და ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე 7 ქულით დაწინაურდა.
„ბარსელონა“ - „რეალი“ 4:3(3:2)
გოლები: 5' კილიან მბაპე, თერთმეტმეტრიანიდან 1:0, 14' კილიან მბაპე 2:0, 19' ერიკ გარსია 1:2, 32' ლამილ იამალი 2:2, 34' და 45' რაფინია 3:2 და 4:2, 70' კილიან მბაპე 4:3
აღსანიშნავია, რომ 2024-25 წლების სეზონზე „ბარსელონამ“ მოიგო „რეალთან“ გამართული ოთხივე შეხვედრა (ჩემპიონატში 4:0 და 4:3, თასზე დ.დ. 3:2 და სუპერთასზე 5:2). „ბარსელონას“ და „რეალს“ ჩემპიონატებში სულ 190 შეხვედრა აქვთ ერთმანეთთან ჩატარებული. „რეალმა“ 79 მატჩი მოიგო, „ბარსელონამ“ კი 76. ბურთების სხვაობაა 307:309
ყველა შეჯიბრებაში ერთმანეთთან ჩატარებულ 440 შეხვედრაში „რეალმა“ გამარჯვება 105-ჯერ იზეიმა, „ბარსელონამ“ კი 104-ჯერ. ბურთების სხვაობაა 440:435