როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ არის ასე ვთქვათ, ინსინუაციები გარკვეული ამ არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც იკვებება მათ შორის, საგარეო განცხადებებით, ეს არის ჩვეულებრივი თავდასხმა ქართველ ამომრჩევლებზე იმისთვის, რომ წაართვან მათ არჩევანის უფლება. ვიღაცას არ მოეწონა ის არჩევანი ქართველი ხალხის რაც არის, და აქ ორი არჩევანია, ან უნდა გადაგვასახლონ ქართველი ხალხი ახლა აქედან და დანიშნონ აქ ვინც მათ უნდათ, ან უნდა შეეგუონ ამ არჩევანს და ამ დილემაში არის ახლა ბევრი, როგორც ჩვენ ვაკვირდებით. მაგრამ, კიდევ ერთხელ, ქართველმა ხალხმა თავისი არჩევანი გააკეთა და ამ არჩევანს უნდა მიყვნენ.
და ბოლო პერიოდში ვხედავთ უკვე კომიკურ დონემდე დასული ბატონი თენგო და გუშინ ბატონი გრიგოლიც ვნახეთ, რომელიც ტოპ ტვინებთან ერთად, ტოპ აიტი სპეციალისტებთან ერთად ტოპ ანალიზს აკეთებენ. ეს ხომ სირცხვილია უბრალოდ და ამ ხალხის იმედად არიან მათ შორის, ის უცხოელი აქტორები, რომლებიც ახლა აკეთებენ განცხადებებს, რომელიც მათ სხვა დროსაც გაუკეთებიათ. ასეთივე დაბრალება იყო სააკაშვილის საკითხზე.
გვახსოვს უცხოელი მინისტრებიც, პრეზიდენტების განცხადებები ხომ? ხომ აღმოჩნდა ტყუილი დაბრალება. აი როგორც დღეს ვხედავთ ხან სამი მინისტრი ერთად, ხან ცამეტი მინისტრი ერთად, ხან პრეზიდენტი და ხან ვინ და ხან ვინ რომ აკეთებს განცხადებას და აბრალებს საქართველოს და ქართველ ხალხს, რომ თითქოს აქ რაღაც წესების დარღვევა იყო. ზუსტად იგივე ხალხი, ზუსტად იგივე ევროპელები, ზუსტად იგივე დიპლომატები და ჩინოსნები გვაბრალებდნენ სააკაშვილის ტანჯვა-წამებას, რაც აღმოჩნდა ტყუილი და შემდეგ ბოდიშიც არ მოიხადეს, გვაბრალებდნენ სანქციების გვერდის ავლას, რაც აღმოჩნდა ტყუილი და შემდეგ ბოდიშიც არ მოიხადეს და ახლა გვაბრალებენ იმას, რასაც გვაბრალებენ, რაც ასევე დადასტურდება რომ ტყუილია. მაგრამ პრობლემა იცით რაში არის, პრობლემა იმაშია, რომ არც ბოდიშს არ მოიხდიან ეს ყველაფერი რომ დადასტურდება და ამასობაში ჩვენ ნერვებს დაგვაწყვეტენ, ერთმანეთს გადაგვკიდებენ, რა იცით კიდევ როგორ დაგვაპირისპირებენ საზოგადოებას ერთმანეთთან, რა როგორ მოხდება კაციშვილმა არ იცის, მერე ხელებს დაიბანენ, შემოგვხედავენ და წუხილს გამოთქვამენ, რომ საქართველოში არეულობა არის.
აი ამ დონემდე მიიყვანენ ამ ქვეყანას და შემდეგ ბოდიშსაც არ მოიხდიან იმის გამო, რაც მათი ქმედებით არის, ასე რომ, თუ კი ვინმე თენგოს და ბატონი გეგელიას „ ტოპ ტვინების „ იმედად არის ამ ქვეყანაში თუ სხვა ქვეყანაში ეს მათი დიდი შეცდომაა და ეს მათ არა ერთხელ დაუშვიათ, ზუსტად ევროპელ პოლიტიკოსებს, ჩინოსნებს, თუ დიპლომატებს არა ერთხელ დაუშვიათ ეს შეცდომა საქართველოს წინააღმდეგ და გავიგე ერთხელ შეგეშალა, ორჯერ, სამჯერ, ხუთჯერ, მაგრამ შვიდჯერ?! სადღაც ხომ უნდა გაჩერდნენ, ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას აღიარონ ეუთო/ოდირის დასკვნა, ვერ გაექცევიან ვერც ამ დასკვნას და ვერ გაექცევიან იმ 1 120 000-მდე ამომრჩეველს, რომელმაც ხმამაღლა, მკაფიოდ დაუჭირა მხარი არა უბრალოდ „ქართულ ოცნებას“, არამედ „ქართული ოცნების“ მიერ გატარებულ პოლიტიკას და მომავალ გეგმებს, ასე რომ ეს არის დემოკრატია და ყველა შეეგუოს და აღიაროს დემოკრატია." - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.