ამდენი დეზინფორმაცია ვრცელდება, გასუსულები არიან იმიტომ, რომ შეკრულები არიან. ერთი ენჯეო ავრცელებს დეზინფორმაციას, მეორე, რომელმაც ეს უნდა ამხილოს, ჩუმად არის და ამით აძლევს საშუალებას, რომ ქართველი ხალხი მოატყუონ, - განაცხადა „ფაქტჩეკსა“ და „მითების დეტექტორზე“ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
„ორი ორგანიზაცია - „ფაქტჩეკი“ და „მითების დეტექტორი“, მილიონებს იღებს ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტიდან, სხვადასხვა დონორისგან იმისთვის, რომ ამხილონ დეზინფორმაცია, განსაკუთრებით სოცმედიაში. ეს ორი ორგანიზაცია მათ შორის არის ფეისბუკის პარტნიორი და მათი მხილება დეზინფორმაციაში და ვერდიქტი ფეისბუქისთვის არის ნიშანი, რომ შეზღუდოს ამა თუ იმ მასალის გავრცელება ან საერთოდ დაბლოკოს.
ისინი გასუსულები არიან, ხმა არ ამოუღიათ საერთოდ. ამდენი დეზინფორმაცია ვრცელდება ხან ოქმებთან, ხან არითმეტიკასთან დაკავშირებით, გასუსულები არიან იმიტომ, რომ შეკრულები არიან. ერთის მხრივ, ერთი ენჯეო ავრცელებს დეზინფორმაციას, მეორე, რომელმაც ეს უნდა ამხილოს და გააჩეროს, ჩუმად არის და ამით აძლევს საშუალებას, რომ ქართველი ხალხი მოატყუონ. მათ დონორებთან ბევრჯერ მქონდა ამაზე საუბარი, რომ შეუძლებელია, როდესაც ნაცვლად იმისა, რომ კეთდებოდეს საქმე, არის ძირის გამოთხრა ქართული დემოკრატიისთვის და ზუსტად ამას აკეთებენ ეს ორგანიზაციები მაშინ, როდესაც ჩუმდებიან.
შედით მათ გვერდებზე და ნახავთ რაღაც მხილებებს უკრაინასთან, რაღაც არარელევანტურ საკითხთან დაკავშირებით, ქალბატონმა მალაშხიამ გამოსვლის დროს რა იგულისხმა და რა არ იგულისხმა. აი, ამას უცებ, წამებში გადაამოწმებენ ხოლმე და ის საკითხები, რაც მართლა ქართველი ხალხის ნერვებზე თამაშისთვის და არეულობისთვის არიას, ამაზე ჩუმად არიან და ამით ახალისებენ დეზინფორმაციას”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.