საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან ამ დრომდე რჩებიან საპროტესტო აქციის მონაწილეები.
"არა რუსულ" კანონს აქციის მონაწილეები პარლამენტთან 12 მაისს, 22:00 საათიდან შეიკრიბნენ და ადგილზე
გამთენიისას სიტყვით გამომსვლელებმა მომიტინგეებს მოუწოდეს, ყველას პარლამენტის უკან გადაენაცვლა.
დილის 06:00 საათისთვის ადგილზე სამართალდამცველები გამოჩნდნენ, რომლებმაც პარლამენტის უკანა შესასვლელთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს, რომ ისინი ბლოკავდნენ პარლამენტის შესასვლელს და მოუწოდეს, გადაენაცვლათ პარლამენტის შენობის წინ, რის შემდეგაც, სამართალდამცველები პარლამენტის უკანა შესასვლელის მხრიდან ნელი სვლით ორი მიმართულებით დაიძრნენ. აქციის მონაწილეებს პარლამენტის გვერდით მდებარე ქუჩებისკენ უკან დახევა მოუწიათ.
ცნობისთვის, პრეზიდენტმა განაცხადა: 1 ნოემბრისთვის გადაიტანეთ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ"კანონის ამოქმედების ვადა - არჩევნების მერე, ვინც მოვა ხელისუფლებაში, ის გადაწყვეტს, ეს კანონი რუსულია, თუ რაიმე სხვა კანონის გადამღერება
ასევე, პრემიერის თქმით, ხვალ და ზეგ საქართველოს პარლამენტი გეგმავს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებას მესამე მოსმენით - გადაწყვეტილებები მიიღება ხალხის უმრავლესობის ინტერესების შესაბამისად
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო
შეგახსენებთ, ევროპარლამენტმა საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან" დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. მას მხარი დაუჭირა 425-მა ევროპარლამენტმა, წინააღმდეგ 25 წავიდა, თავი შეიკავა 30-მა ევროპარლამენტარმა. - ევროპარლამენტი ევროსაბჭოსა და პარტნიორებს მოუწოდებს, ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება განიხილონ
საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩის თქმით, კანონი "უცხოელი აგენტების" შესახებ, შესაძლოა, შემოიღონ იმის უზრუნველსაყოფად, რომ არ არსებობდნენ საერთაშორისო დამკვირვებლები
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი მიიღო
2024 წლის 16 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის..
2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო, რომელიც, საპროტესტო აქციებით დღემდე გრძელდება