თბილისის საქალაქო სასამართლომ 8 თვიანი განხილვის შემდეგ, 4 ოქტომბრის საქმეში ბრალდებული კიდევ 4 პირი, ნანა სანდერი, აბო ნავერიანი, ანტონ უპერი და მარიამ მეყანწიშვილი დამნაშავედ ცნო.

მოსამართლემ ნანა სანდერს 7 წლით, აბო ნავერიანსა და ანტონ უპერს 5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო მარიამ მეყანწიშვილს 5 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

ანტონ უპერს სასჯელი დაუსწრებლად შეეფარდა და მასზე სახელმწიფო ბრალდება ძებნას გამოაცხადებს. 

კონკრეტულად ამ სამის ეპიზოდზე 12 ადამიანი იყო დაკავებული. აქედან რვას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და  სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ.

ცნობისთვის, ნანა სანდერს ბრალი ედებობა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში, სასჯელის ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მას ბრალი ედებობა საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას, რაც ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აბო ნავერიანს და ანტონ უპერს ბრალდი ედებოდათ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების, ბლოკირების მცდელობაში.