თელავში, მართვის პრაქტიკული გამოცდის მიმდინარეობისას 43 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს საგამოცდო პროცესის დროს გული გაუჩერდა. 

კაცი  სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა მედიკოსებმა ვერ შეძლეს.

,,43 წლის მამაკაცი უკვე გარდაცვლილი შემოიყვანეს  ჩვენთან. გაჩერებული ჰქონდა გული, ყველაფერი სცადეს ექიმებმა, თუმცა სამწუხაროდ გულის ამუშავება ვერ მოხერხდა. ცნობილია, რომ ჰქონდა დიაბეტი. სტრესის ფონზე, სავარაუდოდ,  მიიღო ინფარქტი და ადგილზე გარდაიცვალა. ,, - განუცხადა ,,აიპრესს,, თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორმა, ხათუნა ჭონიაშვილმა. 

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.