საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჯგუფ „განს ენდ როუსს“ მიმართავს, საქართველოში კონცერტი ახალ არჩევნებამდე არ გამართოს.

აღნიშნულის შესახებ ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.

„შეკვეთილში დაგეგმილი „განს ენდ როუსის“კონცერტი არის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული, ივანიშვილის კონტროლირებადი კონცერტი. საქართველოში საპროტესტო აქციები 51-ე დღეა, გრძელდება და არ შეწყდება ახალ არჩევნებამდე. კონცერტები მისასალმებელი იქნება ამის შემდეგ“, – წერს ზურაბიშვილი.