"კარგია დგომა, მაგრამ კიდევ უფრო კარგია მომზადება იმის, რაც გვჭირდება ხვალინდელი დღისთვის. შემდეგი არჩევნებისთვის მოუმზადებელი არ უნდა აღმოვჩნდეთ. მე პირადად, ყველა ძალებთან ერთად ვმუშაობთ იმაზე, რომ ჩამოვაყალიბოთ ის პირობები, რომელიც იქნება მინიმალური პირობები, რომ ჩვენ, თქვენ, ყველამ დავიჯეროთ, რომ არჩევნები იქნება მართლაც თავისუფალი და მართლაც დაცული" - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ზუგდიდში განაცხადა.

"ასე გავალთ ჩვენ სამშვიდობოზე. სხვა გზა არ არის ამ ქვეყნისთვის, ამ რეგიონში, სხვა გზა არ არის არსად. თუ გვინდა, მშვიდობაც და თავისუფლებაც და დემოკრატიაც – ეს არის არჩევნები, კარგად მომზადებული არჩევნები, რომელსაც ბოლომდე დავიცავთ.

კარგად ვიცით, რომ წინა არჩევნები არამხოლოდ გააყალბეს ისეთი დახვეწილი მეთოდებით, რომელიც მხოლოდ ქვეყნის გარეთ იყოს მოფიქრებული, მაგრამ ისიც მართალია, რომ ჩვენ არ მოვემზადეთ ისე, როგორც საჭირო იყო. დარწმუნებული ვიყავით, რომ ვიყავით მეტნი, რაც სწორი არის და დარწმუნებული ვიყავით, რომ გავიმარჯვებდით. ახლა დარწმუნებულიც უნდა ვიყოთ, მაგრამ მომზადებულიც უნდა ვიყოთ. ეს არის ჩვენი მოვალეობა, თქვენი მოვალეობა, ჩემი მოვალეობა. ამ ბრძოლაში, ამ მშვიდობიან ბრძოლაში ვართ ერთად და ნამდვილად გავიმარჯვებთ ყველანი ერთად“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.