"გუშინდელი დღე, ძალიან მნიშვნელოვან დღედ შევა ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში. იმიტომ, რომ ჩვენ დავინახეთ ივანიშვილს დ ამის რუსულ რეჟიმს არანაირი მომავალი ამ ქვეყანაში არ აქვს. იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი დადგა, გაბედა და დადგა, სადაც ქართველებმა სისხლი დაღვარეს, საკუთარი სახელმწიფო ს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში და გამოგვიცხადა, რომ აპირებს პროვინციულ ლუკაშენკოდ გადაქცევას, აპირებ უარი თქვას ქართულ სახელმწიფოზე, უარი თქვას ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალზე. - ამის შესახებ "ლელოს" წარმომადგენელმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ.
"გუშინ ბევრი კომიკური გამოსვლა ვიხილეთ, მათ შორის ვიღაც ნორჩი ლენინელები მოგიგროვებიათ და გადაწყვიტეთ, რომ ჯენზის თავისუფალ თაობას, ნორჩი ლენინელების ყალბი პათეტიკით რაღაცას გააგებინებდით. არა, თქვენ ამ ხალხის არ გესმით, იმიტომ რომ თქვენ არ იცით თავისუფლება. იმიტომ რომ უკლებლივ ყველა ვინც აქ სხედხართ, ხართ ბიძინა ივანიშვილის მონობაში გაყიდული.
გუშინ ყველაზე კომიკური იყო, ალბათ, კომიკური იყო კახა კალაძის გამოსვლა, რომელმაც მიმართა ხალხს და უთხრა, რომ - თბილისი აქ დგასო.
თბილისი გუშინ, არ იდგა.მაგრამ, ეს არ არის მთავარი, არც თბილისი დაგება, არც ქუთაისი დადგება, არც ბათუმი დადგება, არც თელავი დადგება, არც ახალციხე დადგება, არავინ დადგება მოღალატე ხელისუფლების უკან.
და გუშინ, ბიძინა ივანიშვილი იმსახურებს ნამდვილად ქართველი ხალხის მადლიერებას, იმისთვის რომ გვითხრა, რას ჰპირდება საქართველოს.
რას ჰპირდება ერთი ვიღაცა, გაუგებარი გზებით გამდიდრებული კაცი, საკუთარი ფულის დასაცავად.
გაბედა ივანიშვილმა და გადმოდგა და გასაცოდავებულ ხალხს, მე ვნახე ეს ადამიანები, გუშინ, რომლებიც ჩამოვიდნენ თბილისში და მიხარია, რომ შესაძლებლობა მიეცათ, რომ აქ ჩამოსულიყვნენ, გაღატაკებულები, დამშეულები, 2 კაპიკზე რომ მზად არიან, რომ რაღაცა ოღონდ ორი კაპიკი მიიღონ და თბილისში გამოისეირნონ. ხომ არ გგონიათ რომ თქვენთვის ხმის მიცემას აირებს ეგ ხალხი, ხომ არ გგონიათ რომ თქვენ მოგცემთ ხმას ის ბიზნესმენები, კობახიძე რომ ურეკავს ყოველდღე და ატერორებს და ეუბნება მთავრობის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთონ.
თქვენ ხართ დასრულებული პოლიტიკური ძალა. - განაცხადა სალომე სამადაშვილმა პარლამენტში.
შეგახსენებთ, ევროპარლამენტმა საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან" დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. მას მხარი დაუჭირა 425-მა ევროპარლამენტმა, წინააღმდეგ 25 წავიდა, თავი შეიკავა 30-მა ევროპარლამენტარმა. - ევროპარლამენტი ევროსაბჭოსა და პარტნიორებს მოუწოდებს, ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება განიხილონ
საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩის თქმით, კანონი "უცხოელი აგენტების" შესახებ, შესაძლოა, შემოიღონ იმის უზრუნველსაყოფად, რომ არ არსებობდნენ საერთაშორისო დამკვირვებლები
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი მიიღო
2024 წლის 16 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის..
2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო, რომელიც, საპროტესტო აქციებით დღემდე გრძელდება.