28 ივნისს, წირვის დასრულების შემდეგ, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე აბიტურიენტებს დალოცავს.

ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს ინფორმაციას.

მათივე ცნობით, ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.