თქვენ ხართ დასრულებული პოლიტიკური ძალა, გუშინ ეს დასრულება გაფორმდა, გაფორმდება არჩევნებზე, - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა და განმარტა, რომ შეშინებული მთავრობა საქართველოში დემოკრატიის გაუქმებას, დიქტატურის დამყარებას, ქართული სახელმწიფოს გაუქმებას და ქვეყნის ევროპულ მომავალზე უარის თქმას ჰპირდება საზოგადოებას.
"ვფიქრობ, გუშინდელი დღე ძალიან მნიშვნელოვან დღედ შევა ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში. გუშინ ჩვენ დავინახეთ, რომ ივანიშვილს და მის რუსულ რეჟიმს ამ ქვეყანაში არანაირი მომავალი არ აქვს. არ აქვს მომავალი იმიტომ, რომ გუშინ ბიძინა ივანიშვილმა გაბედა და დადგა იქ, სადაც ქართველებმა სისხლი დაღვარეს საკუთარი სახელმწიფოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. გამოგვიცხადა, რომ აპირებს პროვინციულ ლუკაშენკოდ გადაქცევას. აპირებს უარი თქვა ქართულ სახელმწიფოზე. უარი თქვას ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალზე. გუშინ ბევრი კომიკური გამოსვლა ვიხილეთ, მათ შორის ვიღაც ნორჩი „ლენინელები“ მოგიგროვებიათ და გადაწყვიტეთ, რომ „ჯენზის“ თავისუფალ თაობას ნორჩი „ლენინელების“ ყალბი პათეტიკით რაღაცას გააგებინებდით. თქვენ ამ ხალხის არ გესმით იმიტომ, რომ არ იცით, რა არის თავისუფლება. უკლებლივ ყველა, ვინც აქ სხედხართ, ბიძინა ივანიშვილის მონობაში ხართ გაყიდული“, - მიმართა სალომე მმართველი პარტიის დეპუტატებს