სახე არავის შერჩა „ოცნებაში“, მაგრამ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევა ის ხალხი, ვინც თან სამშობლოს ყიდის, თან „კარგ საზოგადოებაში“ ყოფნა უნდა, - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატი, სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„სახე არავის შერჩა ქართულ ოცნებაში, მაგრამ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევა ის ხალხი, ვინც თან სამშობლოს ყიდის, თან „კარგ საზოგადოებაში“ ყოფნა უნდა. მათ ყველაზე მეტად დაკარგეს სახე.
ვინ არის „ელიტა“ ამ ქვეყანაში, რომელმაც ამდენჯერ გამოიცვალა საზოგადოებრივი და პოლიტიკური ფორმაცია, რთულად დასადგენია...(მე პირადად ვთვლი, რომ ბოლშევიკებმა ამოხოცეს ჩვენი ნამდვილი ელიტა და თანამედროვე საქართველოში ჩვენს ჯენზ-ის მივანიჭებდი ამ სტატუსს) მაგრამ არის რაღაც უხილავი ძაფით ნაქსოვი და რთულად ასახსნელი ნიშნით გამორჩეული ნაწილი საზოგადოების, რომელშიც ყველა სოციალური მცოცავი ცდილობს შესვლას.
აი, მანდ ხალხს რომ აღარ ევასები, იცი, რომ გაბანძდი. აღარა აქვს მნიშვნელობა რა გაცვია, რამდენი ფული გაქვს...გაბანძების კი, სოციალურ მცოცავს ყველაზე მეტად ეშინია. ეგონა იქ, აღთქმულ 'ბომონდში' იყო და მარგარიტა სიმონიანის და წინა კანდელაკების სანაგვე ყუთში აღმოჩნდა.
მოკლედ კი, მიხვდნენ, რომ სამშობლოს ღალატი ყველაზე დიდი გოიმობაა და მათი ისტერიკის მიზეზიც ესაა“,- წერს სამადაშვილი.