საქართველო მიესალმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საზღვრის დელიმიტაციის კომისიის მიერ მიღწეულ შეთანხმებას საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დაწყების შესახებ, - ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.

„საქართველო დაინტერესებულია რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფით და კიდევ ერთხელ ადასტურებს მტკიცე ვალდებულებას, წვლილი შეიტანოს ორ მეზობელს შორის მშვიდობისა და ნდობის აღდგენის პროცესში“, - აღნიშნულია განცხადებაში.