ვერავინ წარმოადგინა ვერც ერთი არგუმენტი გამჭვირვალობის წინააღმდეგ. ჩემთვის ვენეციის კომისიის დასკვნა, როგორც იურისტისთვის, რბილად ვიტყვი, რომ იყო შემაშფოთებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ვენეციის კომისიას კანონის წინააღმდეგ არგუმენტი რომ ვერ დააწერინეს, ბოლოს ათქმევინეს, რომ NGO-ების გამჭვირვალობა არ ვარგაო.
„ვერავინ წარმოადგინა ვერც ერთი არგუმენტი გამჭვირვალობის წინააღმდეგ. ჩემთვის ვენეციის კომისიის დასკვნა, როგორც იურისტისთვის, რბილად ვიტყვი, რომ იყო შემაშფოთებელი. ამ ტექსტით ვენეციის კომისიამ, არა მარტო ექსპერტებმა, მთლიანად კომისიამ თქვა უარი პროფესიულ ღირსებაზე. საბოლოოდ ვერანაირი კრიტიკული შენიშვნა ვერ დააწერინეს ვენეციის კომისიას და ბოლოს დააწერინეს ის, რომ NGO-ების გამჭვირვალობა არ ვარგაო. ასეთ რამეს რომ დაწერს ვენეციის კომისია, იქ პროფესიულ ღირსებაზე საუბარი ზედმეტია. ქვეყნის შიგნითაც ერთ რამეზე ხომ ვიყავით შეთანხმებულები ყველა, რომ NGO-ების გამჭვირვალობა არის კარგი და ამაზე დაწერა ვენეციის კომისიამ, რომ NGO-ების გამჭვირვალობა, როგორც ასეთი, არის ცუდიო, არ ვარგაო, ასეთი აბსურდი დაწერა. ამის შემდეგ რა ფასი შეიძლება ქონდეს რაიმე ჩანაწერს ამ დასკვნაში. მთავარი რაც გააკრიტიკეს იყო ის, რომ რატომ უზრუნველყოფთ ამ კანონით NGO-ების გამჭვირვალობასო.
იქ ათასი აბსურდი ეწერა, რაც პირდაპირ გადმოიტანეს NGO-ების განცხადებებიდან, მაგრამ მთავარი დასკვნა რაც ჰქონდათ, იყო ის, რომ NGO-ების გამჭვირვალობა არის ცუდი. ამის შემდეგ როგორ შეიძლება ფასი ჰქონდეს ამ ტექსტს, პროფესიულ ღირსებაზე პირდაპირ თქვეს უარი, რაც ძალიან სამწუხარო მოვლენაა. ქვეყნის შიგნითაც კი, NGO-ებიც კი ამბობდნენ, რომ მათი გამჭვირვალობა არის კარგი და ამაზე ვენეციის კომისიამ დაწერა, რომ NGO-ების გამჭვირვალობა არის ცუდი და მეტიც, NGO-ების გამჭვირვალობას დაარქვა drastic measure, რაც ნიშნავს რადიკალურ ზომას. წარმოიდგინეთ, რადიკალური ზომა დაარქვა NGO-ების გამჭვირვალობას. ამის შემდეგ, ვენეციის კომისიაზე უბრალოდ სერიოზულად ლაპარაკი არის შეუძლებელი. ჩვენ დიდი ხანია, არ გვაქვს ნდობა მათი პროფესიონალიზმის მიმართ, ამაზე არა ერთხელ გვისაუბრია, მაგრამ რაც წარმოადგინეს, არის უბრალოდ ყველანაირი ხაზის გადასმა პროფესიულ ღირსებაზე, წარმოუდგენელია ის, რაც წავიკითხე ამ ტექსტის სახით,“- განაცხადა პრემიერმა.
ცნობისთვის, 84 მომხრე - 4 წინააღმდეგი - პარლამენტმა პრეზიდენტი ვეტო დაძლია და"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი მიიღო.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენმა პლატფორმა X-ზე დაწერა: „ვაცხადებ სავიზო შეზღუდვის მიზნით ახალ პოლიტიკას მათთვის, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში დემოკრატიის შელახვაზე, მათ შორის, „უცხოური გავლენის" შესახებ „ქართული ოცნების" შემოთავაზებულ „ქართული ოცნების“ შემოთავაზებული კანონზე".
ასევე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი „საქართველოში დემოკრატიის შელახვის გამო სავიზო შეზღუდვის პოლიტიკის შესახებ" სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე პრესისთვის განცხადებას აქვეყნებს.
საქართველომ უნდა გაიწვიოს მიმდინარე ფორმით არსებული კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, აცხადებს ვენეციის კომისია - "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონით დადგენილი შეზღუდვები გამოხატვის თავისუფლებასთან, გაერთიანების თავისუფლებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასთან შეუთავსებელია
2024 წლის 18 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს ვეტო დაადო.
"დღეს დავადევი ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი არის თავისი არსით, თავისი სულისკვეთებით, არის რუსული კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენ კონსტიტუცია და ეწინააღმდეგება ყველა ევროპულ სტანდარტს და ამდენად წარმოადგენს შეფერხებას ჩვენს ევროპულ გზაზე.
ეს ვეტო არის სრულიად გამართული იურიდიულად და დღესვე გადაეცემა პარლამენტს. ეს კანონი არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებას, არავითარ გაუმჯობესებას და ამდენად არის ძალიან მარტივ ვეტო. ეს კანონი უნდა გაუქმდეს" - განაცხადა პრეზიდენტმა.
ევროპარლამენტმა საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან" დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. მას მხარი დაუჭირა 425-მა ევროპარლამენტმა, წინააღმდეგ 25 წავიდა, თავი შეიკავა 30-მა ევროპარლამენტარმა. - ევროპარლამენტი ევროსაბჭოსა და პარტნიორებს მოუწოდებს, ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება განიხილონ
2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო, რომელიც, საპროტესტო აქციებით დღემდე გრძელდება.