ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა პაატა ჩადუნელმა საკრებულოს წევრთან - მაჟორიტარ დეპუტატთან არჩილ ჩაჩანიძესთან და მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ქვიშხეთში, ცუცქირიძეების უბანში სასაფლაომდე მისასვლელი ბეტონის გზის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.
პროექტი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს, თავად განსაზღვრონ პრიორიტეტები და სოფლის საჭიროებიდან გამომდინარე გადაწყვიტონ, რომელი პროექტის განხორციელება ურჩევნიათ. შესაბამისად, ქვიშხეთში, სასაფლაომდე მისასვლელი გზის მოწყობას მუნიციპალიტეტი მოქალაქეთა მოთხოვნის საფუძველზე ახორციელებს. ამასთან, საქართველოს მთავრობის მიერ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილ თანხას სახსრები ადგილობრივი ბიუჯეტიდანაც ემატება“, - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა. პროექტის ღირებულება 49 563 ლარს შეადგენს.




