შეერთებულ შტატებში ვიზიტით ჩასულ ორბან ტრამპმა „დიდფი ლიდერი“ უწოდა და ევროპული ქვეყნებისგან უნგრეთის უფრო მეტად პატივისცემა მოითხოვა.
შეხვედრაზე ტრამპმა ორბანს„დიდი ლიდერი“ უწოდა. მან მოითხოვა, რომ სხვა ევროპულმა ქვეყნებმა „უფრო მეტად პატივი სცენ უნგრეთს“, რადგან ორბანი „მართალი იყო იმიგრაციასთან დაკავშირებით“.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მის ქვეყანაში მიგრაცია „ნულოვანია“.
ორბანი თავს ევროკავშირში აშშ-ის პრეზიდენტის უახლოეს მოკავშირედ მიიჩნევს. ის ასევე დაახლოებულია რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან. სწორედ ამიტომ, ტრამპმა განაცხადა, რომ ორბანთან განიხილავს უკრაინის წინააღმდეგ ომში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის მცდელობებს.
„მას ესმის პუტინის და ძალიან კარგად იცნობს მას“, - განაცხადა ტრამპმა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტი ცოტა ხნის უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში პუტინთან შეხვედრას აპირებდა, მაგრამ შემდეგ ბოლო წუთს გააუქმა იგი წარმატების მიღწევის დაბალი პერსპექტივების გამო. თუმცა, ტრამპი კვლავ განიხილავს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტს, როგორც პუტინთან უკრაინაში ომის დასრულების შესახებ შესაძლო შეხვედრის ადგილად.
„თუ შეხვედრა შედგება, მსურს, რომ ის ბუდაპეშტში ჩატარდეს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა




