ვხედავთ ოპოზიციას, რომელსაც აბსოლუტურად არ აქვს რესურსი ქვეყანაში, გარე დახმარებების გარეშე, კონკურენცია გაუწიოს მმართველ პარტიას, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ საუბრისას საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა.

„სამწუხაროდ, უნდა ვთქვა - ვხედავთ ოპოზიციას, რომელსაც აბსოლუტურად არ აქვს რესურსი ქვეყანაში, გარე დახმარებების გარეშე, კონკურენცია გაუწიოს მმართველ, ხელისუფლებაში მყოფ პარტიას. სამწუხაროდ, ვამბობ იმიტომ, რომ მათ სჭირდებათ გარეთ ყურება და ისინი, ასე ვთქვათ, გარეთ ეძებენ მოთამაშეებს იმისთვის, რომ შიდა პოლიტიკა აკეთონ და შიდა პოლიტიკაში როლი ითამაშონ“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.