ხაზარაძე-გახარიას პრეზიდენტის ძალისხმევა არ შველით, შარლ მიშელი თუ უშველით, – ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა და აღნიშნა, რომ ოპოზიციაში მყოფმა ყველა პარტიამ იცის, რომ ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვთ და ეძებენ გზებს, რა ფორმით მოხვდებიან პარლამენტში.
„ალბათ, შარლ მიშელი სჭირდებათ, რომ ხაზარაძე-გახარიას შორის მედიაცია გააკეთოს. პრეზიდენტის ძალისხმევა არ შველით, შარლ მიშელი თუ უშველის. ფაქტია, რომ ოპოზიციაში მყოფმა ყველა პარტიამ იცის, რომ მათ აქვთ ბარიერის გადალახვის პრობლემა და ეძებენ გზებს, რა ფორმით მოახერხებენ საარჩევნო ბარიერის გადალახვას და რა ფორმით მოხვდებიან საქართველოს პარლამენტში – უკვე გაერთიანებულები თუ დაშლილები. ვფიქრობ, მათ შორის მთელი აჟიოტაჟი და ორომტრიალი ამაზე მიდის. ახლა ყველა ყველაფერს გაუხსენებს ერთმანეთს, ყველაფერი ისე იქნება, როგორც საჭიროდ ჩათვლიან, რომ უნდა იყოს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.