"პოლიტიკით გაჯერებული სამძიმარი, ლოგიკური აზროვნებისგან ძალიან დაშორებული დასკვნების ასე თავდაჯერებულად კეთება როგორ შეგიძლიათ?" - პარლამენტის ევროინტეგრაციის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ტრანსგენდერი მოდელის კესარია აბრამიძის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით გამოთქმულ შეფასებებს ეხმაურება:
"კრიმინალს არ აქვს არც საზღვარი, არც ეროვნება, არც სქესი და არც რელიგიური და კუთვნილება და არც პოლიტიკური გემოვნება. მკვლელი მკვლელია და მას კანონი გასცემს მკაცრ პასუხს.
ამდენი სიძულვილით გაჟღენთილი ვითომ სიძულვილის გმობა, პოლიტიკით გაჯერებული სამძიმარი, ლოგიკური აზროვნებისგან ძალიან დაშორებული დასკვნების ასე თავდაჯერებულად კეთება როგორ შეგიძლიათ? სხვისკენ თითგაშვერილები თავად ახდენთ ადამიანების სტიგმატიზებასაც და დისკრიმინაციასაც.
RIP კესარია.'- წერს მაკა ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში.