„ნაციონალური მოძრაობის“ ცრუ დაპირებასთან დაკავშირებით ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა გააკეთა კომენტარი. საუბარია პარტიის წარმომადგენელთა განცხადებებზე, რომლის მიხედვით, არჩევნებში მათი გამარჯვების შემთხვევაში საქართველო ევროკავშირში მოლაპარაკებების გახსნასა და 14 მილიარდ ევროს მიიღებს.
„როდესაც მათ არ აქვთ არანაირი შესაძლებლობა და უნარი საკუთარი დაპირებები გასცენ, ევროკავშირის ფულის ხარჯზე ცდილობენ დაპირებები მისცენ საქართველოს და ასეთი ბინძური ფორმებით აქციონ ევროკავშირი წინასაარჩევნო ბრძოლის ინსტრუმენტად“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.