„ამ ადამიანების მოტივაცია მაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ ჩვენ 2024 წელს ვიბრძოლებთ უთანასწორო ბრძოლაში და აუცილებლად გავიმარჯვებთ მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით ქართველ ხალხთან ერთად. - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა საგარეჯოში პარტიის რაიონულ ორგანიზაციას შეხვედრაზე განაცხადა.
„შევხვდით საგარეჯოში ადგილობრივ ლიდერებს, ცხადია მადლობა გადავუხადეთ ამ ადამიანებს იმ საქმიანობისთვის, რასაც ამ წლების განმავლობაში აკეთებენ და ის, რომ საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ამ ადამიანების, ქართველი ხალხის დამსახურებაა და ხალხმა, რომელმაც მოიპოვა გამარჯვება და ვიგებთ 1-0-ს რუსულ პარტიასთან, აუცილებლად ეს გამარჯვება უნდა მივიყვანოთ ბოლომდე. დღეს შეხვედრები გვექნება დედოფლისწყაროში, ყვარელში, თელავში, სრულად მოვივლით კახეთს და ასევე, ვემზადებით 2024 წლის არჩევნებისთვის პრეზიდენტ სააკაშვილის ლიდერობით ქართველ ხალხთან ერთად გასამარჯვებლად. ჩვენ ყველაფერი მოსამზადებელი ეტაპი ფაქტობრივად გავიარეთ, გვაქვს გამარჯვების კოალიცია, გვაქვს ყველაზე მაგარი ინფრასტრუქტურა და ამ ადამიანების მოტივაცია მაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ ჩვენ ვიბრძოლებთ ამ უთანასწორო ბრძოლაში და აუცილებლად გავიმარჯვებთ.“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა