უკანასკნელ 8 თვეში, სამჯერ დავარტყი წრე საქართველოს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.
„უკანასკნელ 8 თვეში სამჯერ დავარტყი წრე საქართველოს და მათ შორის პარტიის ინფრასტრუქტურას ვაძლიერებდით ამ თვეების განმავლობაში. მე პირადად აღფრთოვანებული ვარ პარტიის მხარდამჭერების მოტივაციით და სამჯერ უფრო გაზრდილია ადგილებზე ჩვენი ინფრასტრუქტურა. „ნაციონალური მოძრაობის“ ინფრასტრუქტურა არის ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე იყო“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.