„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აგრძელებს შეხვედრებს მთელი საქართველოს მასშტაბით. დღეს, პარტიის თავმჯდომარემ წლის შემაჯამებელი შეხვედრა აჭარაში, ბათუმში გამართა.“
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარესთან გიორგი ვაშაძესთან და პარტიების ლიდერებთან ერთად ბათუმში, პარტიის ორგანიზაციის წევრებს შეხვდნენ;
„ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში ვხვდებით ჩვენს ლიდერებს. დღეს გვაქვს შეხვედრები აჭარაში, უკვე გვქონდა ხელვაჩაურში, ქობულეთში, ახლა გვაქვს ბათუმში. მე მინდა თითოეულ მათგანს გადავუხადო მადლობა, რადგან ეს ადამიანები რუსული პარტიის წინააღმდეგ წლებია იბრძვიან, მათ შორის კანდიდატი სტატუსი რომ მივიღეთ ამ ადამიანების დამსახურებაა. შესაბამისად, მე მადლიერი ვარ ამ ადამიანების, ბათუმში დღეს ვისაუბრეთ 2024 წლის სტრატეგიაზე და ამაზე ვსაუბრობთ ყველა შეხვედრაზე. „გამარჯვების კოალიცია“ ვემზადებით გასამარჯვებლად 2024 წელს ქართველი ხალხთან ერთად. ქართველი ხალხი დაწინაურებულია რუსულ პარტიასთან - 1-0, ეს გამარჯვება არის ბოლომდე მისაყვანი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველ ხალხთან ერთად 2024 წელს ჩვენ აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე ამ გამარჯვებას.“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა