25 ივნისს, საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმაა მოსალოდნელი.
დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში +24, +29°; მთაში +23, +28°; მაღალმთაში +20, +25°.
აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი და სეტყვა. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში +27, +32°; მთაში +24, +29°; მაღალმთაში +19, +24°.
თბილისში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ტემპერატურა დედაქალაქში +31° იქნება.




