"აჭარა, სამეგრელოს შემდეგ ვართ ახალციხეში, ვხვდებით ჩვენს ადგილობრივ ლიდერებს და ასეთი ენერგია, ასეთი მონდომება და რაც მთავარია რწმენა ამ ადამიანების, რომ ისინი აუცილებლად დაამარცხებენ ‘’რუსულ ოცნებას’’ , რომელსაც უგებენ 1-0-ს და ამ გამარჯვებას უნდა ბოლომდე მიყვანა." -ნ ამის შესახებ პარტია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა სოციალურ ქსელში განაცხადა.
შეხვედრებს მთელი საქართველოს მასშტაბით. პარტიის თავმჯდომარე დღეს ახალციხის რაიონულ ორგანიზაციას შეხვდა.”
ჩვენ ამ ადამიანებთან ვსაუბრობთ 2024 წლის არჩევნების სტრატეგიაზე, გამარჯვების კოალიციის გეგმებზე, პრეზიდენტ სააკაშვილის ჩართულობის მნიშვნელობაზე და მისი ლიდერობით ,, რუსული პარტიის დამარცხებაზე. დარწმუნებული ვარ საბოლოო ჯამში, ჩვენს ქართველ ხალხთან ერთად, ამ ადამიანების დახმარებით ვისზეც დგას ,, ‘’ნაციონალური მოძრაობა’’ , ვისზეც დგას ქართული დემოკრატია, ვინც შეინარჩუნა ოპოზიცია 2012 წლიდან მოყოლებული, აუცილებლად გავიმარჯვებთ ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ.” - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა