მარტო პოლიტიკური მიმომხილველობა და შეფასებები საკმარისი არ არის. პრეზიდენტმა უნდა დაინახოს მისი წილი პასუხისმგებლობა, სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლევან ბეჟაშვილმა „რეაქციაში“ განაცხადა.
„ჩვენ უნდა გავაჩინოთ ის ფაქტორი, რომლის ფარგლებში ის ვალდებული იქნება მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება და სალომე ზურაბიშვილს თუ აქვს პრეტენზია იყოს ევროპელი ტიპის პოლიტიკოსი, სახელმწიფოს მეთაური და ამ პასუხისმგებლობით ცდილობს ის, რომ საპრეზიდენტო უფლებამოსილება განახორციელოს, მარტო პოლიტიკური მიმომხილველობა და შეფასებები საკმარისი არ არის, მან უნდა დაინახოს მისი წილი პასუხისმგებლობა, სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში სახელმწიფოს დამოკიდებულების და ის რომ დღეს სიცოცხლის საფრთხე არსებობს-არ არსებობს ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, რა პირობებში იმყოფება, საკაცით, რომ გამოსაყვანი იქნება ციხიდან, ეს ნორმალური დამოკიდებულება არის?“ - ამბობს ლევან ბეჟაშვილი.