„ხალხს აწუხებს გაზრდილი სიღარიბე, დაბალი ეკონომიკური შემოსავლები, უფრო მეტი საქართველოს მოქალაქე ფიქრობს საქართველოს დატოვებაზე, ამ ეკონომიკური პრობლემების ფონზე მთავრობის ეს შემადგენლობა, აბსოლუტურად უსუსურია.“- განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა პარლამენტში მინისტრობის კანდიდატების მოსმენასთან დაკავშირებით
. კობახიძეს არ აქვს ის კვალიფიკაცია, რომელიც გამოადგება ქვეყნის ეკონომიკური პრობლემების მოგვარებაში, ამიტომ ბუნებრივია ჩვენგან ამ მთავრობის შემადგენლობას, რომელიც პრაქტიკულად არ იცვლება, მხოლოდ და მხოლოდ ერთი ადამიანი იცვლება, ნდობა ვერ ექნება. თავად დღევანდელი საკომიტეტო განხილვაც არასერიოზულია, რადგან შეუძლებელია რამდენიმე მინისტრს ერთად მოუსმინო გაერთიანებულ კომიტეტის სხდომაზე, ამიტომ ჩვენ გამოვიყენებთ შესაძლებლობას და ოპოზიციური ფრაქციების ფორმატის შეხვედრისას დავსვამთ იმ კითხვებს, რომელიც აქტუალურია საქართველოს მოსახლეობისათვის.“ -განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.