სააღდგომო ლიტურგია ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში გორისა და ატენის მიტროპოლიტმა აღასრულა. მეუფე ანდრიამ მრევლს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და სრულიად საქართველო დალოცა.

"მიუხედავად იმისა, რომ მწუხარების დღეები გვაქვს ჩვენი კათოლიკოს-პტრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო, აღდგომის დღესასწაულს შემოაქვს დიდი სიხარული, სიხარული, რომელიც პატრიარქმა მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე ატარა და მისი სიტყვები როგორც ყოველთვის გვამხნევებდა ჩვენ - ყველაფერი კარგად იქნება. ზუსტად ეს დაკავშირებული არის ქრისტეს აღდგომასთან, რომ დაიძლევა ბოროტება, სიკეთე იზეიმებს და საბოლოოდ ადამიანები, ღვთის მორწმუნე და ქრისტეს მოყვარე ადამიანები, გაერთიანდებიან სიყვარულით", - აღნიშნა გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა).