თინათინის როლის შემსრულებელმა, ქეთი სვანიძემ "პრაიმ ტაიმთან" ისაუბრა და განაცხადა, რომ მას წლების წინ "ვეფხისტყაოსანში" როლი მარინა ჯანაშიამ უწინასწარმეტყველა.
"ბატონი რობიკო ამ სპექტაკლს 30 წელი დგამდა და მადლობელი ვარ, როცა გადაწყვიტა ეს სპექტაკლი დაედგა, მასში მოვხვდი. მინდა რაღაც გავიხსენო: როცა თეატრში მოვედი, დიდი თაობა არაჩვეულებრივად შეგვხვდა და მარინა ჯანაშიამ მაშინ მითხრა, რომ შემოხვედი თეატრშიო, მაშინ სასაცილოდ არ მეყო, მე "ვეფხისტყაოსნის" გმირი დავინახე შენშიო. შეიძლება მე ცოცხალი აღარ ვიყო, მაგრამ დაიმახსოვრე, როცა ეს სპექტაკლი დაიდგმება შენ მასში იქნებიო. არ უთქვამს რომელ როლს მოვირგებდი. მაშინ 20 წლის, პატარა ვიყავი და ვერ გავიაზრე რა მითხრა. პირველი პრემიერა ჩემს გულში, ქალბატონ მარინას მივუძღვენი. ახდა ის რაც წლების წინ ქალბატონმა მარინამ მიწინასწარმეტყველა", - განაცხადა მსახიობმა.




