წუხელ ფიზიკურად არ შემეძლო, მაგრამ დღეს, საღამოს აუცილებლად წავალ!
ცეცხლი მოუკიდეს დროშას პარლმენტთან და პოლიციას ხელი არ გაუნძრევია. ბანერებით დგომა დაუშალეთ იმათ, ვისთანაც გაგივათ. უსინდისობა, ამორალურობა და რუსობა..  - ასე ეხმაურება ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე  დღეს, პარლამენტის წინ დაანონსებულ აქციას:

30 მაისიდან მოყოლებული ჯიუტებს ყოველდღე გვართმევენ ბანერებს. 2 ივნისს დააკავეს ჯიუტის წევრები და სხვადასხვა ჯგუფის წევრი აქტივისტები. დაკავების მიზეზი ერთია - პოლიცია ებრძვის ნებისმიერი შინაარსის ბანერს, სადაც ღარიბაშვილზე რაიმე მინიშნებას ამოიკითხავენ.
დაამზადეთ თქვენი ბანერი ღარიბაშვილის შესახებ და მოდით ხვალ 21:00 საათზე პარლამენტის წინ.