სახელისუფლებო პოზიცია არ შეესაბამება სიმართლეს: კადიროვის ნამდვილი ოპოზიცია ჩეჩნეთის ტერიტორიაზე თავისუფლად ვერც შედის და ვერც იქიდან გამოდის - წერს ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში, რითაც ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში სტუმრად რამზან კადიროვის გარემოცვის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

"სახელისუფლებო პოზიცია არ შეესაბამება სიმართლეს: კადიროვის ნამდვილი ოპოზიცია ჩეჩნეთის ტერიტორიაზე თავისუფლად ვერც შედის და ვერც იქიდან გამოდის. ნებისმიერი, ვინც მას მწვავედ უპირისპირდება ფიზიკური ლიკვიდაციის საფრთხის წინაშე დგება და თავშესაფარის სტატუსით სარგებლობს."