გახარიას კორუფციასთან ბრძოლა და კორუფციასთან დამოკიდებულება იცით რით იზომება? მისი და მისი გუნდის წევრების ქონებრივი დეკლარაციებით, -  ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტიკურმა მდივანმა, კახა ქემოკლიძემ  „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„გულწრფელად გეტყვით, ეს განცხადება ტერმინოლოგიის თვალსაზრისით შეცდომა იყო. ამას გეუბნებით, როგორც გახარიას გუნდის წევრი, მეგობარი, თანამშრომელი და ასე შემდეგ. ტექნიკურად ამ განცხადების გაკეთება შეცდომა იყო. ის ამ განცხადებით რეფერირებას კორუფციულ გარიგებაზე კი არ აკეთებდა, კორონავირუსის კრიზისის დროს საშვების დაშვებაზე იყო საუბარი. ვიღაცის ტენდერსა და ფულის კეთებაზე არ იყო საუბარი, ვიღაცას ვიღაცამ მისცა საშვი, რასთან დაკავშირებითაც იყო კითხვები. აქ საშვზე იყო რეფერირება, განცხადების დონეზე კი შეცდომა იყო, ეს გიორგისაც უთქვამს. რა თქმა უნდა, შეცდომა იყო რასაც ახლა წამდაუწუმ ახსენებენ კონტექსტიდან ამოღებული ფრაზებით. გახარიას კორუფციასთან ბრძოლა და კორუფციასთან დამოკიდებულება იცით რით იზომება? მისი და მისი გუნდის წევრების ქონებრივი დეკლარაციებით, შესაძლებლობებით, რა დონეზე შეეძლოთ ამ ადამიანების ფულის კეთება ტენდერებით, მიწის ნაკვეთების გადაფორმებით ნათესავებზე. გსმენიათ რაიმე გიორგი გახარიას, ჩემი, მეზვრიშვილის ან მათი ნათესავების, მშობლების, ნათელმირონობის, მეჯვარეების შესახებ, რომელსაც ფული უკეთებიათ? გგონიათ, არ იყო ამის გაკეთების საშუალება? - იმდენად იყო, რომ ნულებს ვერ დაითვლიდნენ ესენი. შესაძლოა, ბევრად უფრო ხარისხიანად, საერთოდ რომ არ გამოჩენილიყო. წარმოიდგინეთ, არასდროს გაგვიკეთებია. პრემიერის დონიდან მოდიოდა ეს დაკვეთა“,- აღნიშნა ქემოკლიძემ.